21:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 01:23:59, 1260 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი აზრზე ჯერ არ მოსულა, რომ ეს მდგომაროება მათთვის დამღუპველია

„ივანიშვილის რეჟიმი აზრზე ჯერ არ მოსულა, რომ ეს მდგომაროება მათთვის დამღუპველია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ პარტნიორებთან აგრესიული განცხადებებით ცდილობს შეინარჩუნოს სტატუსკვო.

„ჯერჯერობით ივანიშვილსა და პერსონალურად მის გარემოცვას არ შეუცვლია თავისი ქვეყნისთვის დამღუპველი პოზიცია, რომ ყველა მეთოდით, მათ შორის პარტნიორების მიმართ ასეთი აგრესიული განცხადებები, ასეთ დოკუმენტზეც კი ხელის არ მოწერით, შეუძლიათ შეინარჩუნონ სტატუსკვო. ეს არის მძიმე რეალობა, ეს სიახლე არაა.

ჩვენი ეროვნული ამოცანები არის იგივე, რაც იყო დღემდე - ეს არის ქვეყნის შიგნით ამ ადამიანისთვის მაქსიმალური ლეგიტიმური მშვიდობიანი პრობლემების შექმნა, სანამ მას მიტაცებული აქვს ძალაუფლება და სახელმწიფო, რომ ჩვენი პარტნიორების წნეხი გაიზარდოს.

„ოცნებამ“ ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, არც ერთ პუნქტს. საუბარი არ ყოფილა არჩევნებზე და ამიტომ არ არის ჩვენთვის მისაღები. ივანიშვილის რეჟიმი ჯერ მომწიფებული არ არის გონებაში, აზრზე ჯერ არ მოსულა, რომ მდგომაროება ქვეყნისა და მათთვის დამღუპველია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics