21:50 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 00:34:30, 1082 ნახვა

კომენტარი
კრისტიან დანიელსონი - სამწუხაროდ დღეს არ იყო მზაობა იმისთვის, რომ მიღწეულიყო კომპრომისი

„სამწუხაროდ დღეს არ იყო მზაობა იმისთვის, რომ მიღწეულიყო კომპრომისი“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომპრომისები სჭირდება ევროპულ მისწრაფებებს.

„იყო საკითხები, რაზეც მიღწეული იყო თანხმობა, ეს შეეხება საარჩევნო რეფორმასა და ძალაუფლების გადანაწილებას.

ეს არის პოზიტიური და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. საქართველოს პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები. ეს არ არის მეთოდები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მოვალეობაა მედიაცია, ხოლო საქართველოს ლიდერებმა უნდა მიიღონ კომპრომისები და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს.

კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე, ევროპულ მისწრაფებებს სჭიდება კომპრომისების, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც მთავრობაშია, იმისთვის რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისისგან.

სამწუხაროდ დღეს არ იყო მზაობა იმისთვის, რომ მიღწეულიყო კომპრომისი. მე მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, თუ რა ხდებოდა ამ ერთი კვირის მანძილზე და ის გადწყვეტს რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და როდის იქნება ის გადადგმული“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics