21:56 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 20:51:15, 1068 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - არ მჯერა, რომ რომელიმე პუნქტთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ მზად არის დათმოს რამე

„არ მჯერა, რომ რომელიმე პუნქტთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ მზად არის დათმოს რამე“, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა პუნქტი მნიშნელოვანია და ყველაზე შეთანხმება შეიძლება.

„კარგი იქნებოდა, თუ იმ ხუთ პუნქტთან მიმართებაში ევროკავშირის წარმომადგენლების პოზიცია იქნებოდა წინასგან განსხვავებით ისეთი, რომ ჩვენთან ევროპაში ასეა და სასამართლო თქვენთანაც უნდა იყოს ასეთი, დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი და კლანის ხელში არ უნდა იყოს.

შეთანხმება შეიძლება შედგეს ყველა საკითხზე. ჩემი აზრით ყველა საკითხი არის პრინციპული.

გასაგებია, რომ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები, ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს და იყოს სრულად პროპორციული ნულოვანი ბარიერით, რომ დავამთავროთ ორპოლუსიანობა და ერთპარტიული მმართველობა.

არ მჯერა, რომ ივანიშვილი ხელიდან გაუშვებს ცესკოს, საარჩევნო სისტემას, სასამართლოს ან პროკურატურას. არ მჯერა, რომ რომელიმე პუნქტთან დაკავშირებით მზად არის „ოცნება“ დათმოს რამე“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics