15:37 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 17:32:04, 552 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე: გვერდითი მოქმედება ყველა წამალს აქვს, წყალსაც - ვაქცინის სარგებელი 1 000-ჯერ მეტია, ვიდრე მისი გვერდითი ეფექტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გვერდითი მოქმედება ყველა წამალს აქვს და ის შესაძლოა წყალმაც გამოიწვიოს.

როგორც ამირან გამყრელიძემ NCDC-ში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ვაქცინის ეფექტი 1 000-ჯერ მეტია, ვიდრე მისი გვერდითი მოქმედება.

„გვერდითი მოქმედება აქვს ყველა წამალს, წყალმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს გვერდით ეფექტი, ვაქცინასაც, რა თქმა უნდა, აქვს გვერდითი ეფექტი, მაგრამ სარგებელი ვაქცინის მიერ არის 100-ჯერ 1000-ჯერ და მეტჯერ მეტი, ვიდრე მისი გვერდითი მოქმედება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მსოფლიოში კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი 359 მილიონი ადამიანიდან, აცრის შემდგომი გართულებით არც ერთი ფატალური შედეგი არ დამდგარა.

„დღეს მსოფლიოში აცრილი არის 359 მილიონი ადამიანი და აცრის შემდგომი გართულებით, არც ერთი ფატალური შედეგი არ არის, მაშინ როდესაც 120 მილიონი ადამიანი დაავადდა კოვიდინფექციით და სამწუხაროდ, 2,6 მილიონი ადამიანი დაიღუპა“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics