12:36 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 12:27:26, 511 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია - გუშინდელი გაუგებრობა ამოწურულია და „კოვაქსთან“ თანამშრომლობა, ჩვეულ რეჟიმში, გრძელდება

გუშინდელი გაუგებრობა ამოწურულია და „კოვაქსთან“ თანამშრომლობა, ჩვეულ რეჟიმში, გრძელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განცხადა.

მისივე თქმით, ყველა სახელმწიფოს აქვს უკმაყოფილების გამოთქმის უფლება გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩვენც გვაქვს უფლება გამოვხატოთ ჩვენი უკმაყოფილება გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებით, ეს კომუნიკაცია მოხდება „კოვაქსთან“ და მათ პარნიორებთანაც, ეს არის სამუშაო პროცესი და ვფიქრობთ, რომ გუშინდელი გაუგებრობა ამოწურულია და თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხდა, რომ არ არის გამორიცხული, საქართველომ „კოვაქს" პლატფორმას უჩივლოს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics