2021-02-22 21:31:04, 399 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ხელისუფლება „ენმ“-ის ოფისში პროვოკაციას გეგმავს
„ხელისუფლება გეგმავს „ენმ“-ის ოფისში პროვოკაციას“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაბის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პროვოკაციის მიზანი არის ის, რომ სიმართლე არის მათ მხარეს.
„ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს ენმ-ის ოფისში პროვოკაციას.
გეგმავს პროვოკაციას იმისთვის, რომ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენს ხელში არის უდიდესი მორალური უპირატესობა, რადგან ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს.
მარტივია ამ პროვოკაციის მოწყობა - შემოაგზავნონ ვინმე, ატეხონ ერთი ამბავი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციას.
ხელისუფლებას ვაფრთხილებ, რომ შეეშვას პროვოკაციას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,