01:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 11:45:19, 659 ნახვა

ეკონომიკა
ინოვაციების განვითარების სააგენტომ და USA-ის პროექტმა „მმართველობა განვითარებისთვის“ შეხვედრა არასამთავრობოებთან გამართეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს სსიპ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ და USA- ის პროექტ „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართეს.

ღონისძიების მთავარი მიზანია არასამთავრობო სექტორთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, მათთვის რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ერთობლივი პროექტების განხორციელება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დარგში.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები, ასევე განიხილა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით ეფექტიანი საკომუნიკაციო მექანიზმის ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

ღონისძიების ფარგლებაში დაიგეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ტურის მოწყობა სამრეწველო ინოვაციების (FabLab, iLab) და ტექნოლოგიურ პარკში, რომელიც შექმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics