21:01 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 22:46:38, 722 ნახვა

სამართალი
უგულავა სასამართლოს ეზოში დააპატიმრეს და საპატიმროში აბრუნებენ

ერთდღიანი თავისუფლების შემდეგ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა კვლავ საპატიმროში დააბრუნეს. უგულავა სასამართლოს ეზოში დააპატიმრეს.

უგულავამ დაპატიმრებამდე სასამართლოს ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ამაზე ნუ იდარდებთ, მე იმხელა მუხტი მივიღე, კიდევ დიდხანს გავძლებ.  ვარ მშვიდი ისე, როგორც არასოდეს.- განაცხადა გიგი უგულავამ.

საქალაქო სასამართლოს ეზოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ამ დრომდე რჩებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილ მერი გიგი უგულავა „თბილსერვისის“ ეპიზოდზე დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ უგულავას,  6 თვით სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობაც აუკრძალა.

„რიყის“ გასხვისების ეპიზოდზე კი, სასამართლომ თბილისისი ყოფილი მერი უდანაშაულოდ ცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics