19:01 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 13:08:39, 3663 ნახვა

სხვადასხვა
საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე და  სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლები იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა, იმპორტირებილი ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებაც განიხილეს, რომლის მიხედვითაც იმპორტირებული ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი. საბაჟო კონტროლის პროცედურების გავლისას, იგივე დოკუმენტი შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ვეტერინალური სერტიფიკატის სახითაც, ხოლო მასში მითითებულ გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში,  (მიუხედავად გამოყენებული გაციების მეთოდისა) წყლის საერთო რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 5%-ისა.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის აქტუალურ თემებზე და  არსებულ გამოწვევბზე ესაუბრათ. ბიზნესსექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics