20:01 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 15:00:24, 843 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ კიდევ ერთი საჩუქარი რაგბის გულშემატკივრებს

ხვალ, 18 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში რაგბის მსოფლიო თასი იწყება.

რაგბის კავშირისა და „ვითიბი ბანკის“ ინიციატივით, ქართველ გულშემატკივრებს შესაძლებლობა აქვთ, თვალი ადევნოს ჩემპიონატის შეხვედრებს საქომაგო კლუბებიდან, რომელიც თბილისში, ბათუმში და ქუთაისში იქნება განთავსებული.

საქართველოს ნაკრების თამაშების დროს, საქომაგო კლუბში მისული გულშემატკივრები მონაწილეობას მიიღებენ, დამატებით აქტივობებში და სხვადსხვა კონკურსში. გათამაშდება ბორჯღალოსნების მაისურები, ნაკრების წევრების მიერ ხელმოწერილი რაგბის ბურთები და სხვა პრიზები. გულშემატკივრებს უამრავი სიურპრიზი დახვდებათ  და გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.

თბილისში საქომაგო კლუბები განთავსდება: ლუდის რესტორანში „ვარშტაინერი“- ცინცაძეს (ყოფილი საბურთალოს) ქუჩა #12;  კუს ტბაზე - კაფე „კუს ტბა“.

ქუთაისში: რესტორანი „პალატი“ - პუშკინის ქუჩა #1

ბათუმში: რესტორანი „ლიზარრან“ -ი, გამსახურდიას ქუჩა #8/10

მსოფლიო თასი 18 სექტემბერიდან 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს:

19 სექტ, შაბათი,  - ტონგა -  საქართველო 15:00

25 სექტემბერი, პარასკევი, არგენტინა - საქართველო, 19:45

2 ოქტომბერი, პარასკევი, ახალი ზელანდია - საქართველო, 23:00

 7 ოქტომბერი, ოთხშაბათი, ნამიბია - საქართველო, 23:00

ერთად ვუგულშემატკივროთ ბორჯღალოსნებს!

#მევარმე16 

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics