11:19 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 11:02:56, 695 ნახვა

სამართალი
თვითმხილველების ინფორმაციით, ბათუმში, მკვლელობამდე მომხდარი ჩხუბის დროს გამოძახებული პატრული ადგილზე არ მივიდა

თვითმხილველების ინფორმაციით, ბათუმში, მკვლელობამდე 20 წუთის განმავლობაში სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც ადგილობრივები „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირების დროს, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, ისინი ადგილზე არ მისულან.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრში პოლიციის განყოფილებაა.

აქვე, ადგილობრივები „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებენ, რომ დასახლებაში პატრულირება აღარ ხდება და გახშირებულია ჩხუბის შემთხვევები. იმავე დასახლებაში, ახალ აშენებულ კორპუსებში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოული ტურისტები ისვენებენ.

შეგახსენებთ, ბათუმში გვიან ღამე ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

შემთხვევის ადგილზე ორივე ახალგაზრდა - მ.შეროზია და მ.მუპუტაძე სტუმრად იმყოფებოდნენ. ისინი დაახლებით ღამის 02:00 საათზე ქუჩაში გაიყვანეს.  ადგილობრივების ინფორმაციით, შელაპარაკება გოგოს მოტაცების გამო მოხდა. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, რამდენიმე გასროლის ხმა იყო. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ.

„ექსპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას ცდილობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics