2020-07-02 10:45:10, 20365 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული, 52,982 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული, 52,982 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ BBC ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
მისივე ინფორმაციით, აშშ-ში ჯამში, კორონავირუსის 2,682,270 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 128,028 ადამიანი გარდაიცვალა.
აშშ-ში გარდაცვლილთა რიცხვი ორჯერ აღემატება ბრაზილიაში გარდაცვლილთა მაჩვენებელს, რომელიც მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ექიმი ენტონი ფაუჩის თქმით, ინფიცირებულთა რიცხვი არ შენელდება და ყოველდღიურად შესაძლოა, 100,000-ს მიაღწიოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,