11:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 11:06:53, 655 ნახვა

სამართალი
შსს-მ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რამინ ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით სოფელ ფონიჭალაში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

ასევე დადგინდა, რომ რამინ ა-მ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება გაყიდა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0031 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics