12:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-18 10:43:29, 732 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ დანელია: ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოში ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს.

მისი თქმით, საქართველოში ხორბლის ძალიან დიდი მოსავალია, ამასთან, საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის ფასები გაიაფებულია.

„საქართველოში ხორბლის ძალიან მაღალი მოსავალია. ეს შესაძლოა ცალსახად სასურსათო დანიშნულების ვერ იყოს, თუმცა შერევისთვის ეს მისაღები ხარისხია. ამას ემატება ბირჟებზე გაიაფებული ხორბლის ფასი, საერთაშორისო მასშტაბით ხორბალი ყველგან გაიაფებულია. შესაბამისად, ფქვილის ფასის მატების არანაირი ლოგიკა არ არსებობს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, მეწარმეებმა უნდა დააკონკრეტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ ფქვილსა და ხორბლზე კონტროლი გამკაცრებულია.

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics