23:30 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 13:09:00, 9385 ნახვა

ომი უკრაინაში
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 8 გამოჯანმრთელებულ პაციენტი დატოვებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს რამდენიმე საათში კლინიკას 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ 17 პაციენტის განმეორებით ტესტირების პასუხს ელოდებიან და კვლავ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხვალ 17 პაციენტი გაეწერება.

„8 ინფიცირებული პაციენტი ეწერება დღეს კლინიკიდან, ანუ ბოლო 24 საათში რაც ყველაზე მეტად გვახარებს, რადგან ამდენი პაციენტი ერთად არ გაგვიწერია დღემდე. ასევე პირველადი უარყოფითი პასუხები მოსულია დაახლოებით 17 და ველოდებით განმეორებით ტესტირების პასუხებს და თუ ხვალ ამ 17 პაციენტზეც უარყოფითი პასუხი მოვიდა 17-ვე დატოვებს ხვალ კლინიკას.

რეანიმაციაში 8 პაციენტი გვყავს, აქედან 7 მართვით სუნთქვაზეა. პაციენტი, რომელიც 67 წლის მამაკაცია კლინიკაში 20 დღის წინ მოვიდა და მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება. მისი მდგომარეობის სიმძიმე, გარდა კორონავირუსისა გამოწვეულია მიმდინარე პოლიორგანული უკმარისობით, ფილტვ-გულის უკმარისობა,  მძიმე სეფსისი, სეპტიური შოკი, ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, მკურნალობას ვაგრძელებთ და ვანხოთ რა შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics