12:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-09 20:37:24, 17751 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, ტემპერატურის მატებასთან ერთად, არ შემცირდება

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კომიტეტის წევრებმა თეთრ სახლში სამშაბათს წერილი განგზავნეს, სადაც ნათქვამინია, რომ კორონავირუსი ტემპერატურის მატებასთან ერთად არ გაქრება.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ტემპერატურის ოდნავ მომატებასთან ერთად ვირუსი გაქრება“.

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსი თბილ ამინდში ისეთივე რაოდენობით ვრცელდება, როგორც ცივ ამინდში.

„გარკვეული მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, რომ კორონავირუსი უფრო მაღალი ტემპერატურის დროს შესაძლოა ნაკლებად გავრცელდეს, თუმცა, ტემპერატურის მატებამ შეიძლება არ გამოიწვიოს დაავადების გავრცელების მნიშვნელოვანი შემცირება”, - ნათქვამია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრების წერილში.

მათ მაგალითისთვის მოჰყავთ ის, რომ ჩინეთის შემთხვევაში კვლევამ აჩვენა, რომ მაქსიმალური ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებშიც კი, ვირუსი ჩვეულებრივ ვრცელდება და ყოველი ინფიცირებული ადამიანი საშუალოდ დაახლოებით ორ სხვა ადამიანს აინფიცირებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics