15:52 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-13 19:17:40, 1899 ნახვა

ევროპის ამბები
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა

ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა - თქვა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტია Tisza-ს ლიდერმა, პეტერ მადიარმა არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ საერთაშორისო პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

თქვენ, უცხოური პრესის წარმომადგენლებო, აქ არ ცხოვრობთ. თქვენ არ იცით და ვერც გაიგებთ ამ გებელსის ტიპის, ჩრდილოეთ კორეის ტიპის პროპაგანდას, რომელიც რეალურად ისეთი პროპაგანდა იყო, რომელშიც სიმართლის ერთი პატარა ელემენტიც კი არ მოიძებნებოდა. ვიქტორ ორბანი საკუთარ ხალხს ემუქრებოდა. ის ბავშვებისა და ხანდაზმული ბებია-ბაბუების შიშში ჩაგდება ცდილობდა. ის აშინებდა უნგრელ ხალხს, რომ თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა, უნგრელებს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდნენ - მათ ოჯახის წევრებს წაიყვანდნენ ფრონტზე. ვიქტორ ორბანი ძალიან დაბლა დაეცა, უკიდურესად დაბლა, რათა შეენარჩუნებინა თავისი ძალაუფლება და მოპარული ქონება და ფული.

მსურს გავუგზავნო მკაფიო გზავნილი მთელ მსოფლიოს, რომ უნგრეთში არავის სურს ომი. უნგრეთი დგას მშვიდობის მხარეს. პარტია Tisza-ს მთავრობა იქნება მშვიდობის მთავრობა, განსხვავებით ვიქტორ ორბანისგან, რომელიც ბოლო წლებში არ შეხებია იმ პრობლემებს, რომლებიც უნგრელ ხალხს აწუხებს. მას არ უსაუბრია ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ცხოვრების ღირებულების კრიზისზე, არამედ ერთგვარ ხუთგანზომილებიანი ჭადრაკის თამაშში იყო ჩართული. ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა მისი მარცხის მიზეზი. ის საუბრობდა რუსეთზე, უკრაინაზე, ირანზე, ირანის შაჰზე, აიათოლაზე, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე - შუაღამით რომ გაეღვიძებინათ, იტყოდა, რომ თავად მოიგო ამერიკის არჩევნები და არა დონალდ ტრამპმა. ის ყველაფერზე საუბრობდა, გარდა იმ საკითხებისა და პრობლემებისა, რომლებიც უნგრელ ხალხს ეხებოდა.

და უნგრელმა ხალხმა ამ ყველაფერს "არა" უთხრა. მილიონობით უნგრელმა გუშინ დაამტკიცა, რომ უნგრელი ხალხი თავად წერს საკუთარ ისტორიას და ის არ იწერება მოსკოვში. ჩვენი ისტორია არც ბრიუსელსა ან ვაშინგტონში, არამედ უნგრეთის ქუჩებსა და მოედნებზე იწერება. მადლობელი ვარ, რომ უნგრელებმა ამის დამტკიცება შეძლეს. - თქვა მადიარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics