2015-05-28 12:02:20, 371 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის გამგეობა პატარებს გრანდიოზულ გართობას სთავაზობს
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სპეციალურად პატარებისთვის თბილისიდან ილუზიონისტი მიიწვია.
ამ დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახური პატარებს გრანდიოზულ გართობას კომბინატის კულტურის სახლში 12:00 საათიდან სთავაზობს.
კულტურის სამსახური მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბავშვებს უფასოდ ათი სახეობის ატრაქციონით, ბამბის კამფეტებით, ბატი–ბუტითა და ბუშტებით გაუმასპინძლდება. პატარები ასევე გაერთობიან სახის მოხატვითა და ასფალტზე ხატვით.
პატარების თვალწინ 1 ივნისს სხვადასხვა მულტფილმის გმირები გაცოცხლდებიან და გაიმართება ფოტოსესიები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან