13:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 16:04:26, 334 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობას გერმანელი ექსპერტები გაეცნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“  ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის გასაცნობად გერმანელი ექსპერტები ეწვივნენ.

„დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის გაცნობა,  აქტუალური საკითხების მიმოხილვა, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ ბრემენის სასჯელაღსრულების განყოფილების გამგეს თორბენ ადამსსა და ოლდენბურგის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეს, კოლეგიის თავმჯდომარეს შთეფან ფონ დერ ბექს  ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის შედეგები, არსებული პრობლემები და გამოწვევები გააცნო.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროცესში ევროპული გამოცდილების გაზიარება და ამ მიმართულებით  თანამშრომლობის ქმედითი პერსპექტივებიც. დანაშაულის პრევენციის ცენტრში მიმდინარე პროგრამა ავსტრიულ მოდელთან დაახლოებულია, თუმცა საინტერესოა სხვა ქვეყნების მაგალითებიც“, - განაცხადა ჯონი კვინიკაძემ და სტუმრებსა და ვიზიტის ორგანიზატორებს ცენტრის საქმიანობის დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. გერმანელმა ექსპერტებმა ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ორგანიზატორია  საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი. ვიზიტი გერმანიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის 2014 წლის დეკემბერში ხელმოწერილი თანამშრომლობის დეკლარაციის ფარგლებში დაიგეგმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“  „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ ახორციელებს. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში სრულუფლებიან რესოციალიზაციას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics