10:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 10:54:04, 876 ნახვა

სამხედრო
აშშ-ში ვიზიტი ლევან იზორიამ თავდაცვის დეპარტამენტში შეხვედრებით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა  აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან გამართა.

ლევან იზორიამ და ჯონ რუდმა შეხვედრაზე  აღჭურვილობისა და შეიარაღების შესყიდვის საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯაველინების შესყიდვის შემდეგ, თანამშრომლობის და შესყიდვების  დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება, რაც წელს პირველად თავდაცვის უწყებაში გამოქვეყნებული გრძელვადიანი შესყიდვების სტრატეგიის შესაბამისად მოხდება.

ლევან იზორიას განცხადებით, აქცენტი ძირითადად   მცირე ზომის ტაქტიკური ქვედანაყოფების შეიარაღებაზე გაკეთდება. თავდაცვის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული მტკიცე და პრინციპული რეფორმების მხარდაჭერა. 

 აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის შემდეგ ლევან იზორიამ შეხვედრა ამერიკის ეროვნული გვარდიის ბიუროს უფროსის მოადგილესთან გენერალ-ლეიტენანტ დანიელ ჰოკენსონთან გამართა. მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე გაემგზავრა, სადაც გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი მის ვაჟთან ბრეტ შალიკაშვილთან ერთად გვირგვინით შეამკო.  

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics