17:21 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 11:02:03, 667 ნახვა

სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ზაურ მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა სოფელ ჩაისუბანში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 2784 საბრძოლო ვაზნა, „ა-კა-ემ“-ის და „ა-კა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 25 ავტომატის მჭიდი, სხვადასხვა ტიპის 4 ხელყუმბარა, 2 ხიშტ-დანა და „ვალტერის“ ტიპის პისტოლეტი ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics