11:40 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 12:58:01, 551 ნახვა

ეკონომიკა
ხადურის განმარტებით, ზედამხედველობის სამსახურის სსიპ-ად ჩამოყალიბება იგეგმება, მაგრამ კონტროლს ისევ ეროვნული ბანკი განახორციელებს

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განამრტებით, საბანკო ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება იგეგმება, თუმცა მასზე კონტროლს კვლავ საქართველოს ეროვნული ბანკი განახორციელებს.

ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

„ამ საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან ჩვენი შეხვედრისას საუბარი არ გვქონია. პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო და არსებობს გამოცდილება, მათ შორის, საქართველოს უახლოეს წარსულში, როდესაც საბანკო ზედამხედველობა არ იყო ეროვნული ბანკის შიგნით, თუმცა რამდენადაც მე ვიცი, საუბარია, რომ საბანკო ზედამხედველობა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, მაგრამ მის კონტროლს კვლავ ეროვნული ბანკი განახორციელებს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ცნობისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკისგან გამოყოფა იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics