2015-05-21 12:53:09, 387 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მშობლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები სკოლებში იმ ბავშვების დაშვებას ითხოვენ, რომლებსაც 6 წელი პირველ იანვრამდე უსრულდებათ.
აქციაზე მშობლების გარდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე დეპუტატი კობა სუბელიანი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია იმყოფება.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის განათლების სამინისტროს არანაირი პროგრამა არ აქვს შემუშავებული.
ამასთან, მათ აქვთ ტრანსფარანტები: "ვისაც კერძო სკოლის ფული არ გვაქვს, რა ვქნათ"; "სანიკიძე, შორს ხელები პარლამენტისგან“.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან