12:59 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 18:59:27, 1287 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რუმინეთის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი რუმინეთის სახელმწიფო მდივანს, მირჩა დუშას შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე და ურთიერთობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებით აღინიშნა მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და რუმინელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი მონაწილეობა. ლელა ჩიქოვანმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში რუმინეთის პრაქტიკულ დახმარებაზეც გაამახვილა.

მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში ნატოს ძალების გაძლიერების გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს რეგიონში სტაბილურობის კიდევ უფრო განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის დასასრულს ლელა ჩიქოვანმა და მირჩა დუშამ ხელი საქართველოსა და რუმინეთის მთავრობებს შორის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს.

ორმხრივი შეხვედრა საქართველო-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში გაიმართა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics