00:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 17:53:36, 1152 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორიამ ევროკავშირის საბჭოს ელჩებთან უსაფრთხოების საკითხები განიხილა

საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები იმყოფებიან. 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს PSC-ის ელჩები, ვოლტერ სტივენსის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ.
უწყების ცნობით, ლევან იზორიამ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა. 
საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების გარემოს და არსებული გამოწვევების ფონზე, რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელობას. 
ლევან იზორიამ ამ მხრივ ევროკავშირის მხარდაჭერასა და ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრის განცხადებით, ელჩებმა დადებითად შეაფასეს ის რეფორმები, რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოების სტრატეგიასთან, ნატოს მიერ განსაზღვრულ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებთან.
ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა მინისტრსა და ქართულ მხარეს მსოფლიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუციის, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აქტიური ჩართულობისა და კონკრეტულად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს.
PSC-ის ელჩებთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მნიშვნელოვანი საქმიანობა აღნიშნეს. 
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ასევე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი დაესწრნენ.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics