2017-06-24 15:34:46, 655 ნახვა
რეგიონი
ლელა სურმანიძემ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოინახულა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ლელა სურმანიძემ, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, გუშინ, შუახევის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 45 წლის მამაკაცი მოინახულა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ინფორმაცია დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მინისტრის მოადგილემ კლინიკის დირექტორისგან ნათია ნუცუბიძისგან და რეანიმატოლოგ გიორგი კავთელაძისგან მიიღო.
ავტოსაგზაო შემთხვევა შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ ცინარეთში მოხდა. ავტომანქანაში, რომელიც გზიდან გადავარდა მხოლოდ ერთი მგზავრი იჯდა. დაშავებულის ტრანსპორტირება რეანომობილით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინვე განხორციელდა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან