2017-06-23 18:25:41, 791 ნახვა
რეგიონი
რუსული „როსნეფტი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ავტოგასამართი სადგურების მშენებლობას გეგმავს
რუსული „როსნეფტი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ავტოგასამართი სადგურების მშენებლობას გეგმავს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ამ საკითხზე სოჭში, კომპანიის ხელმძღვანელი იგორ სეჩინი და ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი შეთანხმდნენ.
როგორც ბიბილოვმა განაცხადა, გეგმის განხორციელება ნავთობპროდუქტების მიწოდებასთან და უხარისხო საწვავთან დაკავშირებულ პრობლემებს მოხსნის.
„როსნეფტის“ სპეციალისტები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩასვლას 2 კვირის განმავლობაში გეგმავენ. ისინი ადგილზე გასამართი სადგურების მშენებლობასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან