16:12 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-04 09:48:16, 360 ნახვა

საზოგადოება
გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა- სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დეპარტამენტის ცნობით, ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

საქართველოს მასშტაბით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics