16:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 19:01:43, 2026 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: ალბათ, მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში უნდა დაიწყოს უვიზო მიმოსვლა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ  საზოგადოებას  ევროპარლამენტის მიერ  საქართველოს  მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მხარდაჭერა მიულოცა.

“ მინდა, მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს ეს გადაწყვეტილება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პროცესში,  პარალელურად ჩვენი პოლიტკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის, რომელიც საკმაოდ დინამიურად სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ“,-განაცხადა დოლიძემ.

მანვე, ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით დარჩენილი შემდგომი პროცედურებიც განმარტა:

„რაც შეეხება პროცედურას, დარჩა აბსოლუტურად ტექნიკური პროცედურა. ევროპარლმენტმა დღეს საბოლოო პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს. ალბათ,  მომავალი თვე -თვენახევრის განმავლობაში საბოლოოდ დასრულდება პროცესი, რომელიც მოიცავს ხელმოწერას დოკუმენტისას. უნდა მოხდეს სამმხრივი ხელმოწერა დოკუმენტის, რომელიც ქვეყნდება ევროპარლამენტის ე.წ. საკანონმდებლო მაცნეში და 20 დღის შემდეგ, როცა იგ შევა ძალაში, იწყება ავტომატურად უვიზო მიმოსვლა“,-განმარტა ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics