11:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 18:12:08, 925 ნახვა

სხვადასხვა
გებელსის პირადი მდივანი ბრუნგილდა პომზელი 106 წლის ასაკში გარდაიცვალა

მიუნჰენში, სახალხო განათლების და პროპაგანდის რაიხსმინისტრის იოზეფ გებელსის პირადი მდივანი ბრუნგილდა პომზელი 106 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ Euronews იუწყება. 

გებელსის მდივნად ბრუნგილდა პომზელმა 3 წლის განმავლობაში იმუშავა. 1945 წელს იქ დააპატიმრეს და 5 წელი საბჭოთა კავშირის ბანაკში გაატარა. 

ამის შემდეგ, ბრუნგილდა პომზელი გერმანულ ტელევიზიაზე მუშაობდა. გებელსის პირადი მდივანი აცხადებდო, რომ ჰალაკოსტას და ბანაკების შესახებ ომის დასრულებამდე არაფერი იცოდა. 

ამასთან, ის ასევე აცხადებდა, რომ იოზეფ გებელსს არასდროს აპატიებს იმას, რაც მან მსოფლიოს დამართა. პომზელის შეფასებით გებელსი არაერთგვაროვან შთაბეჭდილებას ტოვებდა. "შენ ხედავ ადამიანს, ყოველდღე ნახულობ მას ოფისში. გემოვნებულად ჩაცმულს, განათლებულს, კარგი მანერებით, მერე კი ის გადარეულ ჯუჯას ემსგავსება. შეუძლებელია უფრო მძაფრი კონტრასტის დანახვა", - ამბობდა პომზელი. ბრუნგილდა პომზელი იყო ერთ-ერთი ბოლო ვინც ნაცისტური გერმანიის წამყვან წევრებს პირადად იცნობდა. ცნობისთვის, სწორედ იოზეფ გებელსი იყო ნაციზმის პროპაგანდისტი, ადოლფ ჰიტლერის მმართველობის დროს. ნაციზმის მთავარმა იდეოლოგმა იოზეფ გებელსმა 1945 წლის 1 მაისს თავი მოიკლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics