10:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 13:12:16, 1806 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
რატიანი „გაზპრომზე“: ვიცით, რომ ქვეყანა სერიოზულად დაზარალდა, მაგრამ რა მასშტაბით, არავინ იცის

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, სერგო რატიანის განცხადებით, „გაზპრომის“ ხელშეკრულებაში ჩადებული პირობები ბუნდოვანია.

რატიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხზე ნდობის ჯგუფი უნდა შეიქმნას.

,,ვერავინ არკვევს ვინ გააფორმა ,,გაზპრომთან’’ ხელშეკრულება და რა არის მასში ჩადებული. სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას ნდობის ჯგუფი, რომელიც ნახავს ვინ გააფორმა აღნიშნული ხელშეკრულება და გაირკვევა რამხელა ზიანი მიადგა ქვეყანას.  ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა სერიოზულად დაზარალდა, მაგრამ რა მასშტაბით არავინ იცის. საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შექმნის შემდეგ გვექნება საშუალება ვნახოთ რა ხდება ამ მიმართულებით“, - აცხადებს რატიანი.

დეპუტატი გაზპრომის თემაზე გია ჟორჟოლიანის კომენტრასაც გამოეხმაურა, რომელიც ამბობ, რომ საპარლამენტო უმცირესობას არ ენდობა და შესაბამისად არც ნდობის ჯგუფის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს.

,,პარლამენტის წევრებს ნდობის მანდატს მოსახლეობა აძლევს და არა გია ჟორჟოლიანი ან უმრავლესობის სხვა რომელიმე წევრი, შესაბამისად, პარლამენტის ვალდებულებაა ხელისუფლების ნებისმიერ მოქმედებას და გადაწყვეტილებას ზედამხედველობა გაუწიოს“, - განაცხადა სერგო რატიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics