22:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 12:49:25, 710 ნახვა

სამხედრო
JTEC-ის მრჩეველთა ჯგუფის ბრიტანელი წევრი გენერალ კვინიტაძის სახელობის უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მრჩეველთა ჯგუფის წევრი, კაპიტანი ჯეიმს ბრეკლი გენერალ კვინიტაძის სახელობის უწყებრივი მედლით დააჯილდოვა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანელ ოფიცერს ჯილდო საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ ოფიცერს მადლობა საქართველოში წარმატებული მისიისთვის გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

კაპიტან ჯეიმს ბრეკლი საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში მოღვაწეობდა. მისი შემცვლელი JTEC-ის მრჩეველთა ჯგუფში იანვრიდან შეუდგება მუშაობას.

დაჯილდოების ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ნატოელი ექსპერტები, ასევე საქართველოში დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დავიდ ეთელი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics