10:34 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 14:54:57, 1533 ნახვა

კომენტარი
ისრაელის ელჩი: ბიძინა ივანიშვილის ფონდმა საქართველოში რვა სინაგოგა აღადგინა

ისრაელის ელჩის შაბთაი ცურის განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ფონდმა საქართველოში  რვა სინაგოგა აღადგინა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობა დღითიდღე ღრმავდება.

ამასთან, ელჩი სინაგოგის გაქურდვის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევაა.

„მე საქართველოში დავიბადე,  ვიცნობ ძალიან კარგად ქართველებს, ჩემს ძმებს, დებს და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, ამას გაარკვევენ სამართალდამცავები და დამნაშავე მიეცემა პასუხისმგებაში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ აღდგენილია 8 სინაგოგა საქართველოში. ასეთი ფაქტი მთელ მსოფლიოში არ არსებობს, რომ ქართველები ჩვენს სინაგოგებს აშენებენ და უვლიან. მწამს, რომ ეს ურთიერთობა ქართველებსა და ებრაელებს შორის, რომელიც დღითიდღე ღრმავდება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება”,- განაცხადა ელჩმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics