12:09 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 15:17:16, 746 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა და იტალიის ელჩმა თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

უწყების ცნობით, იტალიის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) განვითარების მხარდაჭერის შესახებ. მხარეებმა აქცენტი გააკეთეს თავდაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და სამხედრო განათლების საკითხებზე.

ანტონიო ენრიკო ბარტოლმა და ლევან იზორიამ იტალიის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის საკითხიც განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც შეთანხმდნენ.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და იტალიის ელჩის მოადგილე სტეფანო კრესჩენზი დაესწრნენ.

(NS)

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics