2016-04-30 12:33:04, 1277 ნახვა
მსოფლიო
ცეცხლის შეწყვეტის დროებითი ზავი დღეიდან სირიის კიდევ ორ რეგიონში ამოქმედდა
ცეცხლის შეწყვეტის დროებითი ზავი დღეიდან სირიის კიდევ ორ რეგიონში ამოქმედდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედიის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები 24 საათით დამასკოს რაიონში უნდა შეწყდეს, ლატაკიის პროვინციაში კი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
შეერთებულ შტატებში იმედოვნებენ, რომ შეტაკებების შეწყვეტას მიაღწევენ ალეპოს რაიონშიც, სადაც ბოლო დღეებში განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება.
შეგახსნეებთ, რომ გუშინ ამბოხებულებმა სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთი დაბომბეს, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული ავიერიერიშის დროს კი 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან