22:13 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 13:32:42, 785 ნახვა

სამხედრო
ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსი გაიხსნა

ნატოს ენერგოუსაფრთხოების ცენტრის, ამერიკის სამხედრო-საზღვაო აკადემიის და სსსტც დელტას მიერ ერთობლივად ორგანიზებული, ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსი გაიხსნა.

კურსს სხვადასხვა სამინისტროებიდან მიწვეული მსმენელები ესწრებიან. ტრენინგს უძღვებიან ამერიკის სამხედრო-საზღვაო აკადემიის, ნატოს ენერგოუსაფრთხოების ცენტრის,  ბრითიშ პეტროლიუმის, საქართველოში ამერიკის საელჩოს და ლიტვის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ლექციებს  წაიკითხავენ სსსტც დელტას გენერალური დირექტორი,  ლიტვის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და NATO-ს ტრანსფორმაციის დარგში მოკავშირეთა სარდლობის წარმომადგენელი. 

ღონისძიება 15 აპრილამდე გაგრძელდება.

ცნობისთვის, საქართველოს NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის კონტრიბუტორი პარტნიორი 2014 წლის 17 ოქტომბერს გახდა, ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, ცენტრის მიერ განხორციელებულ კვლევებში და პროგრამებში ქართული მხრიდან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა ჩაერთო, რომელსაც ვილნიუსში მდებარე NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში ერთი მუდმივი წარმომადგენელი ჰყავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics