2026-01-08 17:27:48, 549 ნახვა
პოლიტიკა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 13 ერთეული Raven-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა და Gravehawk-ის ორი პროტოტიპი გადასცა. ფაქტს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტისთვის 2026 წლის 6 იანვარს გაცემული წერილობითი სამთავრობო პასუხი ადასტურებს.
Raven-ის სისტემა ფრონტის ხაზთან ახლოს დრონების, საფრენი აპარატებისა და ვერტმფრენების წინააღმდეგაა განკუთვნილი და ის სამეფო საჰაერო ძალების AIM-132 ASRAAM-ის ტიპის რაკეტის სახმელეთო ვარიანტს იყენებს. მას ასევე აქვს შეზღუდული ეფექტიანობა ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ.
Gravehawk-ის სისტემა კი რუსეთის შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმებისგან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უკრაინული ობიექტების დასაცავადაა შექმნილი. უკრაინისთვის სისტემის დამატებითი პროტოტიპების მიწოდება უკვე დაგეგმილია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,
სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა