16:46 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-06 11:49:42, 691 ნახვა

საზოგადოება
შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც სუპერმარკეტის თანამშრომელს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა

შს სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 იანვარს, ზუგდიდში ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელს, იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბ.გ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
აშშ და ირანი მოლაპარაკებების განახლებასა და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics