14:21 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-04 10:11:47, 654 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი ჯო უილსონს უპირობო მხარდაჭერას უცხადებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გავლენიან "რესპუბლიკელ" კონგრესმენს და საქართველოს მეგობარს ჯო უილსონს მხარს უჭერს. იგი სამხრეთ კაროლინის შტატში მორიგი არჩევნებისთვის ემზადება.

კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც თავიდანვე ჩვენთან იყო, სამხრეთ კაროლინის მეორე საკონგრესო ოლქის უდიდესი ჩემპიონია!

სამხრეთ კაროლინის ეროვნული გვარდიის პენსიაზე გასულ პოლკოვნიკსა და წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრ ჯოს ესმის ის სიბრძნე და გამბედაობა, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ჩვენი შესანიშნავი ჯარის/ვეტერანების მხარდასაჭერად და ძალის მეშვეობით მშვიდობის ჩემპიონობისთვის. კონგრესში ჯო ბევრს მუშაობს , რათა შეინარჩუნოს ახლა უკვე ძალზე დაცული საზღვარი, შეაჩეროს მიგრანტების დანაშაულები, უზრუნველყოს კანონი და წესრიგი, გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შეამციროს გადასახადები და რეგულაციები, ხელი შეუწყოს აშშ-ში დამზადებულს, იყოს ამერიკის ენერგო დომინირების ჩემპიონი, წინ წაწიოს არჩევნების მთლიანობა და დაიცვას ჩვენი მეორე შესწორება, რომელიც მუდამ ალყაშია.

ჯო უილსონს ჩემი სრული და ტოტალური მხარდაჭერა აქვს ხელახლა არჩევისთვის - ის არასდროს გაგიცრუებთ იმედებს. - წერს დონალდ ტრამპი სიციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics