17:26 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-02 10:30:51, 1526 ნახვა

საზოგადოება
მუსიკოსი მანანა მენაბდე გარდაიცვალა

76 წლის ასაკში მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი და მსახიობი მანანა მენაბდე გარდაიცვალა 

მანანა მენაბდე დაიბადა 1948 წელს მომღერლების, დები იშხნელების ოჯახში. კარიერის დასაწყისში კონცერტებით მოგზაურობდა ორკესტრ „რეროსთან“ ერთად.

მუსიკოსი მსმენელს ქართული, რუსული და ევროპული სიმღერების, რომანსების და ნაწარმოებების თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობდა.

მანანა მენაბდის მუსიკალური ნაწარმოებები პირველად ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია“ აჟღერდა, რომელმაც 1982 წელს კანის კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი დაიმსახურა. ფილმში მანანა მენაბდე თვითონვე მღეროდა საკუთარ სიმღერებს და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. მუსიკოსმა 1986 წელს მთავარი როლი მიიღო მუსიკალურ საგმირო ეპოსში, ნანა ხატისკაცისა და თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „არსენას ლექსი“, სადაც ის არსენას (ლადო ბურდული) დედის როლს ასახიერებს. 1991 წელს ნანა ხატისკაცმა ისევ გადაიღო მომღერალი მხატვრულ ტელეფილმში „სიბრძნე სიცრუისა“.

მანანა მენაბდე თანამშრომლობდა ქართულ ფოლკლორულ ჯაზჯგუფებთან „შინ“ და „ადიო“.

იყო საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის მუსიკალური რედაქციის რეჟისორი.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics