23:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-21 14:14:24, 1193 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: ყოველთვის მივისწრაფვოდით, რთული პრობლემები პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით გადაგვეჭრა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით,  რუსეთი კონფლიქტების დიპლომატიური გზებით მოგვარების მომხრეა.

როგორც პუტინმა  კრემლში გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა,  რუსეთის შეიარაღებული ძალები პოტენციურ საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყვნენ.

"შეიარაღებული ძალები ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებენ. სიარიაში ჩვენი სამხედროები და ოფიცრები  ანადგურებენ მებრძოლებს, რომლებიც ჩვენს სამშობლოს ღიად უწოდებენ მტერს  და არ მალავენ საკუთარ გეგმას ექსპანსიის გაფართოებასთან დაკავშირებით. მათ შორის რუსეთისა და დსთ-ს ტერიტორიაზე.ყოველთვის მივისწრაფვოდით, გადაგვეჭრა რთული პრობლემები პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით. არაერთხელ შევძელით სიტუაციის სტაბილიზება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში. ვეხმარებოდით ღია კონმფლიქტების აღმოფხვრაში და ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც.ამასთან ერთად, ჩვენი შეიარაღებული ძალები ყოველთვის მზად იყვნენ, სწრაფად და ადეკვატურად უპასუხონ პოტენციურ საფრთხეებს, აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაცია, თუ აგრესიული ქმედება რუსეთის წინააღმდეგ",-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics