17:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-29 19:55:42, 1073 ნახვა

სპორტი
გიორგი მამარდაშვილი - ამ მატჩშიც ყველაფრისთვის მზად ვიქნები

ესპანეთთან შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხა და მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

„ვთქვი, რომ კვარაცხელია ყველა ესპანელზე უკეთესია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანელებს პატივს არ ვცემ, ისინი ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესოები არიან, მაგრამ როგორც რიგითი ქართველი, მე ხვიჩას გულშემატკივარი ვარ, მიმაჩნია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია.

ხვალინდელ შეხვედრას რაც შეეხება, რთულ თამაშს ველოდებით. ვფიქრობ, ესპანეთი თავის სტილს არ უღალატებს, გახსნილ ფეხბურთს ითამაშებს და შემოგვიტევს. ჩვენ კი ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც პორტუგალიასთან – დაცვაში უშეცდომოდ და კონტრშეტევაზე – მწვავედ. თუმცა დაცვიდან თამაში არ ნიშნავს, რომ შეტევაში სახიფათოები არ ვიქნებით.

რაც შეეხება ნაჩოს ნათქვამს, რომ ესპანელები ბევრ გოლს გამიტანენ, ვნახოთ, ამას როგორი წარმატებით მოახერხებენ. თუ დაინიშნება პენალტების სერია? მატჩამდე მეტოქის ფეხბურთელებს ვსწავლობ, ასე რომ, ამ მატჩშიც ყველაფრისთვის მზად ვიქნები“.

ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრების შეხვედრა კიოლნში 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირადაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთვაზებთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics