02:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 22:54:37, 593 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: ნატო მზად არის, საქართველოს თანამედროვე თავდაცვის სისტემის შექმნაში დაეხმაროს

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მზად არის, საქართველოს თანამედროვე თავდაცვის სისტემის შექმნაში დაეხმაროს.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე  თქმით, საქართველო ნატო-ს ახლო და ძლიერი პარტნიორია.
„საქართველო ნატოს ძალიან ახლო და ძლიერი პარტნიორია. საქართველოს სხვადასხვა ფორმით შეაქვს წვლილი ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.ნატო-საქართველოს ურთიერთობები ძალიან ძლიერია და კიდევ უფრო ღრმავდება. ნატო მზად არის საქართველოს დაეხმაროს უფრო თანამედროვე თავდაცვის სისტემის შექმნაში, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოში გაწევრიანებას“,-განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო-მ შეკრიბა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას თავდაცვის რეფორმის განხორციელებაში დაეხმარება.

„ვქმნით ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს თბილისში, სადაც ნატოს ჯარები, საქართველოს შეიარაღებული ძალები და პარტნიორი ქვეყნები ერთად გაივლიან წვრთნასა და მომზადებას.
ამგვარად, საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც ქართველი სამხედროებიც მომზადდებიან. ეს მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნებისთვისაც, რომლებიც საკუთარ სამხედროებს ახალ ცენტრში, საქართველოში მოამზადებენ.
დიდი მადლობა მათ საწვრთნელი ცენტრისა და არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის გაღებული კონტრიბუციისთვის“,-განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics