2021-07-04 19:30:56, 719 ნახვა
კომენტარი
კელი დეგნანი „თბილისი პრაიდეზე“ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „თბილისი პრაიდის“ მარშზე საუბრისას განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ მარში მშვიდობიანად ჩაივლის.
„საქართველოს კონსტიტუცია იცავს მისი თითოეული მოქალაქის უფლებებს. მათ შორის არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ისევე როგორც ამას აშშ-ის კონსტიტუცია იცავს.
მაშინც კი, როდესაც ეს არაპოპულარული ნაბიჯია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე.
ეს ძალიან რთული დავალებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ საქართველოს პოლიცია ამას თავს კარგად გაართმევს და ხვალ მარშის მშვიდობიანად ჩატარდება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,
სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა