04:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 16:41:12, 909 ნახვა

სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონმა „გაერთიანებული ერთობლივი წვრთნები“ დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონისა და აშშ-ის არმიის ოპერატიული ქვედანაყოფის „ალფა“ ჯგუფის მიერ დასავლეთ სარდლობის დაქვემდებარებულ სხვადასხვა ლოკაციებზე „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (JCET) გაიმართა. სწავლება ორიენტირებული იყო არაკონვენციური და ასიმეტრიული ბრძოლების წარმოებაზე. სწავლება ორ ფაზად, მოსამზადებელი და კულმინაციური წვრთნებით განხორციელდა. მოსამზადებელ ფაზაში სამედიცინო, საცეცხლე, ტაქტიკური და არაკონვენციური ბრძოლების მომზადების სავარჯიშოები ჩატარდა. კულმინაციურ ფაზაში კი, შექმნილი სცენარის მიხედვით თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერით, მოხდა პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევითი ოპერაციის, რეიდის განხორციელება.

კულმინაციური წვრთნები უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანის სახელობის საწვრთნელ ბანაკში განხორციელდა. სწავლება სტრატეგიულ პარტნიორთან გამოცდილების გაზიარებას და სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის ასიმეტრიული ბრძოლების წარმოების დროს ერთობლივი მოქმედებების დახვეწას ისახავდა მიზნად. წვრთნების მიზანი ასევე, სახელმწიფო უწყებებთან და სამოქალაქო პირებთან ერთად კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება იყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics