2020-06-16 11:13:36, 13585 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 31 პაციენტი მკურნალობს, 10-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა დატოვა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 31 პაციენტი მკურნალობს.
მისი თქმით, 10-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა დატოვა.
„20 ახალი გამოჯანმრთელებულიდან 10 ჩვენი ცენტრიდანაა. გუშინ ათივე მათგანმა დატოვა კლინიკა. ამ ეტაპზე 31 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს ჩვენთან. რჩება 1 მძიმე პაციენტი, რომლის დინამიკაც დადებითია. ვიმედოვნებთ, რომ ხვალიდან შესაძლებელი იუქნება, რომ ისიც ამოღებულ იქნას მძიმე პაციენტთა სიიდან. ამის შემდეგ დაგვრჩება მხოლოდ საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,