2020-06-04 10:48:59, 16467 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 57 პაციენტი მკურნალობს, კლინიკაში მძიმე ავადმყოფები არ ჰყავთ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში COVID-19-ის დიაგნოზით 57 პაციენტი მკურნალობს.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე პრობლემური პაციენტები არ ჰყავთ.
„ჩვენს ცენტრში გვყავს 57 დადასტურებული შემთხვევა. პრობლემური მძიმე ავადმყოფები ამ ეტაპზე არ გვყავს. ამჟამად გვყავს მხოლოდ ორი პაციენტი მძიმე პნევმონიით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და მსუბუქი. უმეტესი წილი საშუალო სიმძიმის პაციენტებია.
დღეისათვის დაახლოებით 7 პაციენტს ჩაუტარდება მონიტორინგი და ვნახავთ დინამიკაში რა მონაცემები გვექნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,