18:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-11 22:22:56, 15633 ნახვა

კულტურა
ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს სთავაზობს

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგმა არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის იყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მარტის თვეში კინოთეატრ „ოდისე"-ში გაიმართა.

ამჯერად, კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ სთავაზობს. 15 მაისის ჩათვლით მოცემულ ვებ გვერდზე შემდეგი ქართული ფილმების ნახვა იქნება შესაძლებელი:

ლანა ღოღობერიძის "ოქროს ძაფი"
ზაზა ხალვაშის "ნამე"
ნუცა ალექსი-მესხიშვილის "კრედიტის ლიმიტი"
ნინო ჟვანიას "აღლუმი"
ლევან თუთბერიძის "მოირა"
ლევან კოღუაშვილის "შემთხვევითი პაემნები"
დიმიტრი ცინცაძის "ჩაისუნთქე-ამოისუნთქე"
სალომე ჯაშის "დაისის მიზიდულობა"
რატი ონელის "მზის ქალაქი"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics