13:34 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 10:41:50, 7937 ნახვა

ომი უკრაინაში
ეზუგბაია - 15 ახალი შემთხვევიდან, მხოლოდ ორი პაციენტის ინფიცირების წყაროა ჯერჯერობით დაუდგენელი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში 24 საათში 15 ახალი ინფიცირებული დაემატა.

მისი თქმით, მათი ინფიცირების წყარო უკავშირდება ცნობილ კლასტერებს, ხოლო ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ინფიცირებულის წყაროა უცნობი.

 „დღეისთვის დაგვემატა 15 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 511 დადასტურებული შემთხვევა გვყავს ქვეყანაში. ამ 15 დადასტურებული შემთხვევიდან ძირითადი არის ცნობილი წყაროები, ესაა ბოლნისი, თეთრიწყარო, მარნეული და მხოლოდ ორი პაციენტი არის ისეთი, რომელთა წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 156-ს შეადგენს, ანუ ამჟამად კოვიდზე მკურნალობს 349 პაციენტი დღეს დილის მდგომარეობით.

ამ 15-დან ჩვენთან არც ერთი არ შემოუყვანიათ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics