13:12 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-25 12:59:46, 6719 ნახვა

ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - მედიკამენტი პლაქველინი გამოიყენებოდა, როგორც მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მედიკამენტ პლაქველინის გამოყენებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე.

მისი თქმით, აღნიშნული მედიკამენტი გამოიყენებოდა, როგორც მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი.

„კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ახალი შემთხვევა ცნობილი ისტორიითაა. ერთი არის საფრანგეთთან დაკავშირებული და ორი შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ისინი არ არიან ცნობილი დიდი კლასტერების წარმომადგენლები. საშუალო ასაკი არის 37 წელი, მაქსიმალური 82, მინიმალური 2 წელი.

მედიკამენტის დასახელება მედიაში იწვევს იმას, რაც მოუვიდა ანტიმალარიული საშუალების დასახელებას. რაზეც ატყდა აჟიოტაჟი და დაიტაცეს მაღაზიებიდან მედიკამენტი, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, თუ არ იცის როდის არის მისი გამოყენება საჭირო. ამიტომ, მივანდოთ ეს საქმე პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს და რომელიც ადგენს ამ პროტოკოლებს.

პირველივე პაციენტიდან მოყოლებული, პრეპარატი პლაქველინი გამოიყენებოდა საქართველოში მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატად. ჩვენმა ექიმებმა ეს იციან და მკურნალობა მათ მივანდოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics